“თემურს ფილტვები აქვს ძალიან დაზიანებული ამიტომ..” – ნახეთ რას ამბობენ ექიმები თემურ წიკლაურის ჯანმრთელობაზე

0

თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მართალია, არტისტი, ჯერჯერობით, რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება, თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა გერმანელმა პროფესორმა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ ქეთი წიკლაური გვაწვდის.
ქეთი წიკლაური: – ჩვენი თხოვნით, გორის კლინიკის ექიმები ქალაქ ფრაიბურგში გერმანელ კოლეგას დაუკავშირდნენ. პროფესორი ბლუმი ჩვენი ოჯახის ახლობელია. ექიმებმა ინფორმაციები გაცვალეს. პროფესორმა კი დაგვაიმედა, რომ

ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ დრო არის საჭირო, რომ დაზიანებული ფილტვის რეგენერაცია მოხდეს. სიტუაცია სტაბილურია. კოვიდმა სერიოზულად დააზიანა ფილტვები და აღდგენას დრო სჭირდება. წყარო:sauketeso.club

Share.