თარიღი ახლახანს გახდა ცნობილი – როდიდან და რამდენი ლარიდ დაგაჯარიმებენ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის

0

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები შედის. საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს.
პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეში მოქალაქის დაშვებისთვის, იურიდიული პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით.

პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას. რაც შეეხება ტაქსებს, მძღოლი და მგზავრი ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადე.
ცვლილებები ასევე ეხება იზოლაციისა და კარანტინის წესის სხვა დარღვევებს, რისთვისაც ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000, ხოლო იურიდიული პირი -10 000 ლარით.
წყარო: siaxle.cc

Share.