ერთ-ერთი მედია საშუალების, Patkiout.gr-ის ინფორმაციით, თამთასა და პარის კასიდიკოსტას ზღაპრულ სახლში მუშაობენ ქალბატონები, რომელთა მიმართაც წყვილი განსაკუთრებულ პატივისცემასა და ყურადღებას იჩენს.ამავე წყაროს ინფორმაციით, თამთა გულუხვად ასაჩუქრებს თავის დამხმარეებს და მისი ასეთი დამოკიდებულება მეტწილად იქიდან გამომდინარეობს, რომ ის წლების წინ თავად მუშაობდა ამავე პოზიციაზე.
მედია წერს, რომ თამთა არასოდეს ივიწყებს, რომ
როდესაც საბერძნეთში პირველად ჩამოვიდა, ერთ-ერთ ოჯახში 24 საათიან სამსახურში მუშაობდა და მათ ორ ბავშვს უვლიდა, სახლის დალაგების პარალელურად.სწორედ ამიტომ, თამთა დიდ პატივისცემას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომელიც ახლა თავად ჰყავს დასაქმებული.
წყარო:geoambebi.com