მაშინ, როცა თამარ ბაჩალიაშვილი მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს, ფეხსაცმელები არ ეცვა. ეს ჩანს მისი ცხედრის ავტომობილიდან გადმოსვენების ამსახველ ვიდეო კადრებშიც. “ინფო რუსთავს” აღნიშნული ფაქტი ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმაც დაუდასტურა.
“თამარს ნამდვილად არ ეცვა ფეხსაცმელები. მანქანაშია ნაპოვნი მისი ბოტასები”, – განაცხადა რამიშვილმა.
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს, ჯერჯერობით უჭირს რაიმეს თქმა ან ვერსებზე საუბარი, თუ რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს.
ფეხსაცმელებთან დაკავშირებით კითხვა 23 წლის გარდაცვლილი გოგოს დედასაც დავუსვით და აღმოჩნდა, რომ მან ამის შესახებ “ინფო რუსთავისგან” შეიტყო. თეონა თამაზაშვილის თქმით, მისი ემოციური ფონის გამო მას არც ცხედარი და არც შემთხვევის ადგილზე ცხედრისთვის გადაღებული ფოტოები არ უნახავს. მისივე თქმით, შვილის ცხედარი მამამ ნახა, თუმცა შოკურ მდგომარეობაში იყო და ვერ გაარჩია ვერაფერი და ცხედარიც ვერ ამოიცნო.
წყარო: ინფო რუსთავი