”თამარი ორი დღით ადრე სამსახურიდან წამოვიდა, არ ვიცოდი სად მუშაობდა…” – ახალი დეტალები 23 წლის გოგონაზე, რომელსაც უკვე მეოთხე დღეა ეძებენ…

0

23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის სამართალდამცველები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.
ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოში ჩართვას ითხოვენ და ასევე ახალგაზრდა გოგოს დაკარგვის ახალ ვერსიებზე საუბრობენ.
დაკარგული გოგოს დედა თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა განათლება საფრანგეთში კიბერუსაფრთხოების დარგში მიიღო. დედა იმასაც, ამბობს, რომ დღემდე არ იცოდა მისი შვილის სად მუშაობდა.

23 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე თამარი სამსახურიდან წამოვიდა, რამდენიმე დღის წინ კი ოჯახს გოგონას დირექტორი დაუკავშირდა.

სამძებრო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სოფელში მიმდინარებოს, სამუშაოებში ჩართულია 60-მდე პოლიციელი.
წყარო: ambavi.cc

Share.