”თამარი თავს არ მოიკლავდა, არ მჯერა ამის! სამსახურიდან უნდა წამოსულიყო და ერთად უნდა…” – ვინაა და რას ამბობს თამარის შეყვარებული (ვიდეო)

0

„არ მჯერა რომ თამარმა თავი მოიკლა, არც დამიშვია, ასეთი ფაქტი“, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბიჭი, ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს. მასთან საუბრის ჩანაწერს „მთავარი არხი“ ავრცელებს.
როგორც ირკვევა ბაჩანამ თამარი 2015 წელს უნივერსიტეტში გაიცნო. ის ამბობს, რომ თამუნა მისი შეყვარებული იყო, თუმცა ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახმა არ იცოდა.

”ბოლოს 19 ივნისს ვნახე დაბადების დღეზე. მეც 19 ივნისს მაქვს დაბადების დღე. ერთად აღვნიშნეთ. მთელი დღე ერთად ვიყავით. ლისზე ვიყავით ტბასთან. მერე ძველ თბილისში. გადაღებული მაქ ფოტოები და ვიდეოც მაქვს, გიფებიც გავაკეთე.

2017 ში დაიწყო მუშაობდა. მეუბნებოდა რას მუშაობდა, როგორ დაიწყო. ჩვეულებრივ ვაკანსია გააგზავნა და ჩვეულებრივ გასაუბრების საფუძველზე აიყვანეს.

ჰქონდა მეორე სამსახური, დაახლოებით 10 თვე მუშაობდა. დისტანციურად იყო მთლიანად. ავსტრიული კომპანიაა. იქიდან, სადღაც თებერვლისკენ წამოვიდა“, – ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი შეყვარებული იყო, ამბობს, რომ ახალგაზრდა გოგონას გაუჩინარების შესახებ სამი დღის შემდეგ შეიტყო, თუმცა ძებნა, არც მანამდე და არც შემდეგ არ დაუწყია.

„მე გავიგე, უკვე სამი დღის გაუჩინარებული იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამსახურიდან უნდა წამოსულიყო და ერთად უნდა გვემუშავა. და როცა წამოვიდოდა მაშინ უნდა მენახა.

[ბოლო კომუნიკაცია] წინა დღით 6 საათზე მქონდა. მესენჯერში ვნახე ჩემი მინაწერი. იცი რა იყო, თავის თასკებს უნდა მორჩენილიყო და მე ეს ვიცოდი. ასე შევთანხმდით, რომ მორჩებოდა რაც საქმე ჰქონდა და მერე უნდა წამოსულიყო. თამარს, რომ ეთქვა ჩემთვის იქიდან წამოვედიო, მერე ვნახავდი და არაფერი არ მოხდებოდა“, – ამბობს ლობჟანიძე.
წყარო: ambavi.cc

Share.