22 წლის მარიამ ოთანაძეს, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს, თბილისში 50 კვ.მ-ის ფართის ბინა აჩუქეს. ის ტელეკომპანია მთავარის ეთერში საკუთარ ტრაგედიაზე საუბროდა, რა დროსაც ერთ-ერთმა კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელობამაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გადაცემის მსვლელობის დროს დარეკა და ეს ინფორმაცია გააჟღერა.
შეგახსენებთ, მარიამ ოთანაძეს თირკმლების ქრონიკული დაავადება მე-5 ტერმინალური სტადია დაუდგინდა.
ოთანაძეების ოჯახს ცოტა ხნის წინ მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს. გოგონას მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მარიამი ამბობს, რომ მამამ ეს უსახსრობის გამო გააკეთა, რადგან შვილს ვერაფრით ეხმარებოდა.