ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე. ეს ფაქტი იმ დღეს არ გახმაურებულა. მეორე დღეს, როგორც მე გავიგე, სამსახურში ამ დროს არ ვიყავი, საღამო იყო, მოვიდნენ მშობლები, მოხდა ინციდენტი, მოხდა პოლიციის გამოძახება და
სწორედ ამ დროს შევიტყვე ფაქტის შესახებ.
ამოღებულია მასალები, სადაც ვიხილეთ ის, რაც გუშინ გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში. დავსაჯეო და დასჯის ფაქტი ვნახეთ. ეგრევე გაფორმდა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ,” – განაცხადა თამარ მესხიძემ.
თავად მასწავლებელი მომხდარს ნანობს და ბოდიშს იხდის.
„ცუდი ფაქტი მოხდა. ბოდიშს ვიხდი, ვინანიებ, მაგრამ მაინც მაქვეყნებენ… არ ვიცი, რა გითხრათ.. ეს ბავშვი მეორე ბავშვს სცემდა და ამაზე გავღიზიანდი, წამოვარტყი, ეს არის. არ ვიცი, ეს როგორ დამემართა, არასდროს ბავშვზე ხელი არ ამიწევია. დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ალბათ ამიტომ ვერ შევიკავე თავი. საჩივარი შევიტანე, კი… ამბობს ქორეიგრაფი საინფორმაციო პორტალ ambebi.ge-სთან“
წყარო:geonewest.com