“თავდადება და უზომო სიყვარულის შედეგად 60 000 ლარი ჩავურიცხე ნიაკოს და თათულის დედას,მოხდა..” – ნახეთ სანდრო ელოშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

0

რეჟისორი სანდრო ელოშვილი, რომელიც აქტიურად არის ჩართული ნიაკოსა და თათულისთვის თანხის შეგროვების პროცესში, სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოების დახმარებით 60 ათასი ლარი შეაგროვა და გოგონების დედას გადაურიცხა. სანდრო ელოშვილი წერს, რომ გოგონების დედამ, სოფიო ხარშილაძემ სანდროს უკან 1000 ლარი გადმოურიცხა და სთხოვა, რომ სხვა ბავშვებს „მზის გოგონებისგან“ საჩუქარი გაუკეთოს.

სანდრო ელოშვილი მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებმაც გოგონებისთვის სიკეთე გაიღეს.

„ყველაზე ზღაპრულ 12 საათზე უნდა მოგიყვეთ…

დილით მეგობარმა გამიზიარა ასეთი ამბავი! უმტკივნეულესი ისტორიაა… ექსკურსიაზე ორ ანგელოზს, 15 და 8 წლის ნიაკოს და თათულის ერთი თვის წინ დაეჯახათ ავტომობილი და მას მერე მძიმე დაზიანებებით პატარებისთვის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის იბრძოდა მთელი ქართული მედიცინა, განსაკუთრებით კი იაშვილისა და ნიუ ჰოსპიტალის კლინიკები. ❤️

მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც გოგონებს ხანგრძლივი და საკმაოდ რთული რეაბილიტაციის პროცესი სჭირდებათ საზღვარგარეთ.

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამიტომაც გთხოვეთ დილით გვერდში დგომა…

ცუდი გამოცდილებით, სხვის ანგარიშს არ ვდებ ხოლმე, ამიტომაც ჩემი ანგარიშები მივუთითე და თან ქალბატონ სოფოს დავუკავშირდი, ჩვენი პატარა მეგობრების არაჩვეულებრივ დედას და დიდსულოვან ქალბატონს.

მთელი დღე ვუმალავდი თანხას და 00:00 ზე ერთიანად, ჩვენი დღევანდელი გიჟური თავდადების და უზომოდ დიდი სიყვარულის შედეგად 60 000 (!!!) 60 000 (!!!) 60 000 (!!!) ლარი ჩავურიცხე…

და ამ დროს ისეთი რამ მოხდა, მართლა რომ ხვდები, ღმერთმა შექმნა ეს სამყარო და ადამიანი თავის ხატად…

ქალბატონი სოფო 1000 ლარს მირიცხავს და მეუბნება, გთხოვთ, არ შემეწინააღმდეგოთ, ნუ დამაფიცებინებთ შვილებს და ეს თხოვნა შემისრულეთ, მოძებნეთ ბავშვები, რომლებსაც ახლა ძალიან სჭირდებათ გვერდში დგომა და ეს საჩუქარი გაუკეთეთ მზის გოგონებისგან…

ჰოდა მივხვდი, მზე რომ ანათებს და ათბობს, ისეთი ოჯახია ხოდა ღმერთს ვთხოვ და მზის გოგონებს, ახლა ყველაზე დიდი სასწაული მოახდინონ ნათელმა გაიმარჯვოს ბნელზე!

ყველა სიახლეს დავწერ ხოლმე ბავშვებზე!

წარმოუდგენლად დიდი მადლობა!

უბედნიერესი დავიძინებ, ზუსტად ვიცი რომ არასდროს გამიჭირდება, როდესაც თქვენ არსებობთ, მანამდე კი…

მზის გოგონებს გაუმარჯოთ!

გაგვინათებენ და გაგვითბობენ დარჩენილ ცხოვრებას!“, – წერს სანდრო ელოშვილი.

წყარო:elnews.ge

Share.