“ზუსტად ვიცი არც ბანაობს და ყარს პალატა..” – ნახეთ რას წერს იუნა შაფათავა სააკაშვილზე

0

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისტორიას გვიყვება, რომელიც კუს ტბაზე სირბილს უკავშირდება.
,,ძალიან ბევრი წლის წინ, სანამ პრეზიენტი გახდებოდა და ასკინკილათი ხტუნავდა პარლამენტის კიბეებზე და მის შიზოფრენიას ყველა დასცინოდა, კუს ტბაზე ვნახე, მსუქანი, შორტებში, “დარბოდა” ვიღაც ახალგაზრდა კაცის თანხლებით – თვითონაც ახალგაზრდა იყო.
დარბოდა განა ისე, ჩვენ რომ დავრბივართ – საათის ისრის საწინააღმდეგოდ – არა, ეს ამორბოდა საათის ისრის მიხედვით, ბოლო აღმართზე… მსუქანი, ქოშინა, შორტები მსუქან თეძოს შიდა მხარეს ჩაყოლილი, დონდლო, ბოთე, მთხლე…

მეგობრებთან ერთად ვიყავი და ზიზღით გაიხედეს სხვაგან, რას ჰგავს ეს ჩემისაო…

მე ვუყურებდი, რადგან ადამიანებზე წინათგრძნობა მაქვს და ბევრი მქონდა გაგონილი, მასზე.

რადგან მთელი ცხოვრება დავრბივარ, სირბილის მანერაზე ხასიათს ვცნობ და რამდენად ნამდვილი “მორბენალია”.

ხელები ფართოდ განზე, ნახევრად ჩამოსული, ქოშინა, ფეხებიც განზე – ქონები უშლიდა, მოფამფალე მუცელი და ოფლიანი სახე, აწეული ამაყად ზემოთ – სირბილის დროს რომ თან აკვირდებოდა ვინ უყურებს, რომ ასეთი “სპორტულია” და “დარბის”…

მოყვარულ სპორტსმენებს გვაქვს ეს აზრი თავში: ვინ გაძალებს. თუ ვარჯიშობ, მხოლოდ შენთვის… არა, ამას მაშინ პოპულისტური “შტუჩკებ”’ ახალი დაწყებული ჰქონდა… სირბილშიც კი ყალბი იყო, ნაგავი “ხუთოსნები” რომ არიან ყველა კლასში, ისეთი…

რამდენი ხანია, ციხეშია?

ადამიანს შეიძლება მოგწონდეს ვარჯიში, გიყვარდეს, შეგეძლოს ან არ შეგეძლოს.

მაგრამ

ამ ჯანსაღი აზროვნების ერაში, რასაც “შეგნებული ცხოვრება” ჰქვია, როდესაც კაციბრიობის შეგნებული ნაწილი ჯანსაღად იკვებება, ვარჯიშობს, იოგას აკეთებს, მედიტირებს, აღმოსავლურ ფილოსოფიას ეცნობა. ჩერგოლეიშვილის არ იყოს – ტიბეტში ცხოვრების აზრის საძებნელად მიდის – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გონების “გასხივოსნებას” ცდილობს, საკუთარი ენერგიის სხვა სტადიაზე გადასაყვანად. ეს ფეიკ-ამბიციური ავანტიურისტი და მისი ყველაფერ ადამიანურს და სულიერების არმქონე კასტა კი, მხოლოდ ნეგატივის გავრცელებას ცდილობს.

რამდენი სულიერად ავადმყოფი პაციენტი მინახავს და მაინც, გონების იშვიათი გაღვიძების ჟამს, ცდილობენ ადამიანები იყვნენ…

არც ადამიანად ვარგოდა ოდესმე, არც კაცად, არც რაიმე სულიერი მოთხოვნილება ჰქონია ოდესმე. უმდაბლესი კასტის სატანისტების ჯოგი.

დარწმუნებული ვარ, არც ბანაობს და ყარს პალატა.

ჩემს მეხსიერებაში სულ დარჩება კუს ტბაზე ქონიან თეძოებში შემძვრალ შორტებში ვითომ მორბენალი მთხლე, მოფამფალე მუცლით და დიდი ღაბაბით აწეული უნამუსო ყალბი თავით”” – წერს შაფათავა.
წყარო:geonewest.com

Share.