“ზურა დოიჯაშვილის სასახლეს რუხი მტრედი არ სციდლდებოდა..” – ნახეთ ძალიან ემოციური კადრები პანაშვიდიდან(ვიდეო)

0

სოციალურ ქსელში გავრცელდა ტელეკომპანია “ვარსკვლავების“ ვიდეო, რომელშიც ჩანს ტაძარში, სადაც ზურა დოიჯაშვილი იყო დასვენებული, რუხი ფერის მტრედი მომღერლის განსასვენებელ სასახლეს უვლის გარს. ფრინველი ადამიანებს შორის ისე დადის, რომ მათი მოძრაობა არ აშინებს. მომღერალი ზურა დოიჯაშვილი თბილისში, 25 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დილიდან ანჩისხატის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. მომღერალი ტაძრიდან მისი ცნობილი სიმღერის,

„მელიქიშვილის გამზირის” ფონზე გამოასვენეს.
მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე ავადმყოფობისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 14 თებერვალს გარდაიცვალა.
ის ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.
ვიდეო:

წყარო:footbal.ge

Share.