“ზოდიაქოს რომელი ნიშნები უნდა იყვნენ ფრთხილად..” – ნახეთ 15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0

ვერძი
მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად, აუცილებელი იქნება, მოიძიოთ მოკავშირეები კოლეგებს შორის, გაერთიანებული ძალებით საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს.
კურო
თავი შეიკავეთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღებისგან, დღეს გაგიჭირდებათ სიტუაციისა თუ ადამიანების მართვა. მოთმინება და ძალების დაზოგვა, ამ ეტაპზე, ყველაზე მოგებიანი იქნება.

ტყუპები

ნუ იწუწუნებთ და ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან ძალიან ბევრს, წვრილმანი პრობლემები ადვილად მოგვარდება, მიჰყევით დინებას.

კირჩხიბი

მაქსიმალური ყურადღების კონცენტრაციაა საჭირო, რათა ხარისხიანად შეასრულოთ თქვენი საქმიანი ვალდებულებები. მცირეოდენი უყურადღებობა კი მნიშვნელოვნად დააქვეითებს შრომის შედეგებს და ზიანს მიაყენებს თქვენს რეპუტაციას.

ლომი

იმხიარულეთ და გაილამაზეთ ცხოვრება, დღეს, ყველას გააოცებთ, დადებითი მუხტით აავსებთ და სასიკეთოდ იმოქმედებთ ირგვლივ მყოფებზე.

ქალწული

მაინცდამაინც დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ზოგიერთ მორალურ თუ ეთიკურ ნორმებს. ნება მიეცით საკუთარ თავს, “საზღვრებს მიღმა” გაშალოს ფრთები და აისრულოს მცირეოდენი სურვილები.

სასწორი

როგორც უნდა შეეწინააღმდეგოთ, ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში მაინც შემოვა, იყავით მზად მოულოდნელობებისთვის და, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, იმოქმედეთ შეუპოვრად.

მორიელი

თავი შეიკავეთ მოსალოდნელი კონფლიქტისგან, აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ემოციები, არაფერს კარგს არ მოგიტანთ ახლობლების განაწყენება, ბოდიშის მოხდით კი, ადამიანების კეთილგანწყობას ვეღარ დაიბრუნებთ.

მშვილდოსანი

დღეს, ფორტუნა თქვენს მხარესაა, შესაძლოა, არაერთ სასიკეთო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები და ნუ მოინდომებთ უფრო მეტს.

თხის რქა

მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, შესაძლოა, ვერ შეძლოთ სათანადო ყურადღების დამსახურება, არც თქვენი იდეები გამოიწვევს დიდ ინტერესს, ასე რომ ჯერჯერობით ჯობია ჩვეული საქმიანობით დაკავდეთ.

მერწყული

გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება, რადგან, დღეს, დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. რამდენჯერმე გადაამოწმეთ ანგარიშები და საბუთები, შესაძლოა, უზუსტობამ მბევრი პრობლემა მოგიტანოთ.

თევზები

დღეს შემოთავაზებული ფინანსური წინადადება, შესაძლოა, მეტად პერსპექტიული აღმოჩნდეს, თუ ხელშეკრულების დადება იქნება საჭირო, იმოქმედეთ გაბედულად, თავდაჯერებულად და წარმატებასაც მიაღწევთ.

Share.