“ზეიმის ნაცვლად ამ სკოლაში გლოვაა..” – ნახეთ უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა (ფოტო)

0

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში უბედურ შემთხვევას ამავე სოფლის მკვიდრი და სკოლის დირექტორი ემსხვერპლა. დაღუპული ეკა ფიფიაა.
არსებული ინფორმაციით ქ. ეკა საკუთარი სახლის წინ მანქანას აბრუნებდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადაიჩეხა.
მანქანა და ქალის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ამოყვანილია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

”,,ეს რა გაგვიკეთე ეკა? რატომ გაგვიხეთქე გული? რატომ? რატომ? რატომ? არავინ არ შეგეცოდა, დავიჯერო? თუ ეს ბედისწერა იყო? როგორ დაგვაკლდები ყველას… როგორ მოგვენატრები გოგო… ყველას გვარიგებდი, ყველა პატივს სცემდა შენს ნათქვამს, ბიძაშვილ-მამიდაშვილი, როგორც ყველაზე უფროსი… აწი, როგორ ეკა… მიჭირს შენზე ლაპარაკი დაო… ნათელში იყავი… შეხვედრამდე ჩემო უფროსო დაო” – წერს ახლობელი.

Share.