„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პარტია დატოვა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მედიას ებრძვიან და სწორედ თავისუფალი სიტყვის გადასარჩენად უბრუნდება ჟურნალისტურ კარიერას.
რომელი მედია საშუალებასთან გააგრძელებს უდუმაშვილი თანამშრომლობას არ დაუკონკრეტებია.
“ვფიქრობ, დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომელიც მედიაში ვითარდება. ამიტომ მე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები.
ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი. ვიცი წინასწარ, რა იქნება მთავარი შეკითხვა,თუ სად მივდივარ, მაგრამ ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ გარკვეულ წესებს ვიცავ.
გპირდებით,რომ ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
წყარო:daqali.club