“ზაზას განთავისუფლებაში უდიდესი როლი ამ ადამიანს მიუძღვის..” – ნახეთ ვისი დახმარებით გაანთავისუფლეს ზაზა გახელაძე

0

ზაზა გახელაძე თავისუფალია. შიდა ქართლში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს, რის შემდეგაც აღუკვეთეს თავისუფლება. ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს მისწერა წერილი და ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხში დახმარება სთხოვა.

ზაზას განთავისუფლება ქართველ ხალხს ძალიან გაუხარდათ. სოც ქსელში წერენ: ”გილოცავთ ოჯახს და სრულიად საქართველოს, დიდება და ჯანმრთელობა ჩვენს პატრიარქს, გრცხვენოდეთ მისდამი მტრულად განწყობილნო.” ”ამ ბოლო დღეების ყველაზე გასახარი ამბავია” ”გახელაძე თავისუფალია და ეს თავიდან ბოლომდე პატრიარქის დამსახურებაა ❤ გილოცავთ” – წერენ სოც ქსელის მომხმარებლები.წყარო:ambavi.club

Share.