“ვხედავ უზარმაზარ ტალღას, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს…” – ლელა კაკულიას მოულოდნელი იწინასწარმეტყველა

0

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში 2009 წლის 26 ოქტომბერს დაწერილ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და წერს, რომ ქართული ოპოზიცია დაისაქსება.
“ვხედავ, საქართველოში ძალიან დაიძაბება შიდაპოლიტიკა. ოპოზიცია საერთოდ იშლება, ისინი, ყოველთვის ვწინასწარმეტყველებდი, რომ არასდროს გაერთიანდებოდნენ. პირიქით, დაიქსაქსებიან, ყველა ცალკე თამაშს იწყებს. მოკლედ, ხალხი მათ არ მიჰყვება. ქართველებმა ოპოზიციის მიმართ რწმენა ძალიან დაკარგეს. ვიმეორებ, ისინი საბოლოოდ იშლებიან.

მომავალში კი ვხედავ უზარმაზარ ტალღას, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ გააჩერებს. ფრთხილად, პოლიტიკოსებო, ფრთხილად! მოდის ახალი ძალა, ძალა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს და რომელიც ბევრ შადიმანს გადარეცხავს ქართული პოლიტიკიდან. საქართველოს და ჩემს ხალხს სჭირდება საქმის გამკეთებელი პოლიტიკოსები.
მალე საქართველოში ყველაფერი შეიცვლება, საქართველო ერთ მუშტად შეიკვრება.”- წერს კაკულია.

Share.