“ვყიდი სიღნაღს, ჩალაგამოვლებული დავბრუნდი ბანკიდან…” – ნახეთ რას წერს ლალი მოროშკინა

0

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
“სასტუმროს მფლობელების საყურადღებოდ! როგორც შეგპირდით გაგეგზავნეთ ბანკში და აი რა სიტუაციაა:
სახელმწიფო იხდის პოცენტის და არა თანხის 70%!!!!!
ანუ თუ თვეში გადასახადი გვაქვს 1000 ლარი და აქედან 100 ლარია პროცენტი-100 ლარის -70% -ს იხდის სახელმწიფო, რაც მიზერიც არაა, მაგრამ ამასაც იხდის იმ შემთხვევაში თუ:

თუ, სესხი არის ბიზნეს-სესხი!!
მაგალითად ჩემი არის იპოთეკური და მიზნობრიობაში მიწერია- “სასტუმროსთვის”- არ მეთვლევა ბიზნეს სესხად!
ასევე არ გვეკუთვნის დახმარება თუ ვართ შპს. (მხოლოდ ინდ.მეწარმე)
ასე, ჩალაგამოვლებული დავბრუნდი ბანკიდან.
არც არაფერი არ მეკუთვნის…
ვყიდი სიღნაღს”

Share.