“ვიწვი სირცხვილისგან და მინდა ყველას წინაშე ვაღიარო, ამას ჩემს თავს ვერასდროს ვერ ვაპატიებ..” – ნახეთ რა აღიარა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა

0

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მსახიობი ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ სიმწარემ სამარცხვინო აღიარების გაკეთება გადააწყვეტინა:
“ალბათ სიმწარემ გადამაწყვეტინა სამარცხვინო აღიარების გაკეთება ზუსტად ახლა… სიმწარემ და საკუთარი უვიცობის სირცხვილმა…
ჩემმა თავისმომჭრელმა სირცხვილმა ვერ მაჯობა… გონებამ გული ვერ მართა და აღიარებას მაკეთებინებს ყველას წინაშე… მეც იმ ათასობით კრიმინალის სიაში ვარ…

მეც 20 წლის უკან მივანგრ-მოვანგრიე “ხრუშავკაში” ბევრი თუ არა, რამდენიმე კედელი მაინც…

რა მეშველება, რომ საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებ…

როგორ მტკივა… “ – წერს ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.

Share.