“ვიცანი მძარცველი,საყვარელი ბავშვები ჰყავს, მზრუნველი მამაა..”– ნახეთ ოთარ ჩრდილელმა ტერორისტი ამოიცნო

0

ქუთაისში, ,,საქართველოს ბანკის” ფილიალში შეჭრილი თავდამხსმელის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,სასწრაფოდ!
ვიცანი ტერორისტი. ამაზე სტატუსის ბოლოს…
ეს ოპერაცია მშვიდობით დამთავრდეს და მერე აჩვენებენ თუ როგორი სათნო დედა და სპეტაკი მამა ჰყავს – ტერორისტს.
თუ რა საყვარელი ბავშვები ჰყავს და

როგორი მზრუნველი მამაა, მერე წამოვა საძმაკაცო, სამეზობლო სანათესაო
გაუჭირდა და გაჭირვებამ აქნევიაო…
ყველაფერზე, ეს გაჭირვებაზე ხელის ტაცება- მაშველ რგოლად მაგარი შემოიღეს.

მსოფლიოში ყველა ეპოქაში იყო გაჭირვება, შენ რა იცი მე როგორ მიჭირს…
ან იმას რა დონეზე ადგას გასაჭირი-ან ამას, მაგრამ:
ქალებში კი არ შევვარდნილვართ ხელყუმბარით
საერთოდ, ჰუმანისტი ვარ, თუმცა ბოლო კადრების ნახვის შემდეგ:
ეს ისე უნდა დაისაჯოს, რომ:
პირში ის და მისი მოთხოვნილი დროშა გაუყარო!

P.S. ახლა რაც შეეხება დაპირებულ ვინაობას, ნიღაბს როდესაც ჩამოხსნიან, ყველა დაინახავთ ტერორისტი რა -ცაა…”, – წერს ოთარ ჩრდილელი ,,ფეისბუქში”.

Share.