“ვიჩხუბეთ და მითხრა,დავამთავრე მე შენთან ურთიერთობა და უკან აღარასოდეს აღარ მოვბრუნდებიო..” – ნახეთ რას ჰყვება ხათუნა ჟორდანია ზურა ხაჩიძეზე

0

ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ აღნიშნეს, თანაცხოვრების დროს ბევრი სირთულე გამოიარეს.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი წყვილი უკვე 22 წელია დაოჯახებულია.
„იმ დღესვე, როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ რაღაცაზე
ვიჩხუბეთ, გავარდა ბორჯომში და იქიდან მომწერა, დავამთავრე მე შენთან ურთიერთობა, აღარასოდეს აღარ მოვბრუნდები უკანო…
ერთ კვირაში გადაუარა…ვხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ რთულია ძალიან, ბევრი ქარტეხილით სავსე იყო ჩვენი ცხოვრება იმიტომ, რომ ბევრი მძიმე პერიოდი გამოვიარეთ ერთად.

ყველას გასაგონად, განსაკუთებით კი ახალგაზრდებისთვის, მინდა ვთქვა, რომ არ არის ადვილი ცოლქმრობა. როდესაც დავდიოდით სულ სხვანაირი იყო ჩვენი ურთიერთობა, როდესაც ერთ ტერიტორიაზე დავიწყეთ ცხოვრება ბევრი სირთულე მოჰყვა, კარგიც იყო და ბევრი ცუდიც.

არ იფიქროს ვინმემ, რომ ასე მხიარულად მოვდივართ, არა, ბევრი დათმობა იყო ჩემი მხრიდან, ბევრი დათმობა იყო ზურას მხრიდანაც და ასე თუ ისე, რაღაცნაირად შევინარჩუნეთ ოჯახი.

ზურა ხაჩიძე: „ახალგაზრდებს მეც მინდა ვუთხრა, რომ როცა ერთმანეთთან რაღაცას ვერ ალაგებთ არ არის გამოსავალი დაშორება.

იმიტომ, რომ როცა გიყვარს ადამიანი კომპრომისზე მიდიხარ.

ხათუნამაც ზუსტად ის თქვა, რომ კომპრომისებზე წასვლა არის სიყვარულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ურთიერთობის გადარჩენისთვის.

დარწმუნებული ვარ, ყველას ურთიერთობაში ვინც შეყვარებულია, ვისაც ურთიერთობაში ბევრი წელი აქვს გავლილი, იქ ყოველთვის მნიშვნელოვანი გადამრჩენი ფაზა არის კომპრომისი.“-აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.
წყარო: ambavi.club

Share.