“ვის აწყობს ამის თქმა არ ვიცი და რატომ ძაბავს მოსახლეობას..” – ნახეთ ლევან რატიანის საგანგებო განცხადება

0

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი კოვიდ-ინფიცირებული კრიტიკული პაციენტია. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ის განმარტავს, რომ კრიტიკული პაციენტების უმრავლესობა რეანიმაციიდან ჯანმრთელი გამოდის და აზრი იმის შესახებ რომ მძიმე პაციენტები ვერ ჯანმრთელდებიან მცდარია.
„ჩვენი კლინიკის მაგალითზე და ზოგადად, ძალიან ბევრი კრიტიკული პაციენტი გვყავს. ჩვენდა საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა ჯანმრთელდება და ჯანმრთელი გადის კლინიკიდან. თუ რეანიმაციაში კოვიდ-მძიმე პაციენტი მოხვდება, ეს არ ნიშნავს, რომ ის ვერ გავა რეანიმაციიდან, ეს სიცრუეა – არ ვიცი ვის და რატომ აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავენ მოსახლეობას.

მე შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში და მანამდეც ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ასევე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი 5.1%-ია. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ ლეტალობაში, იმის მიუხედავად რომ ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტების გადასარჩენად, პაციენტები გვეღუპებიან.
იმის თქმა, რომ ჩვენს ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული მძიმე პაციენტები იღუპებიან – ეს მცდარი ნათქვამია, რადგან ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, როდესაც ლეტალობის ინდექსი მკვეთრად დაიკლებს“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა.
წყარო: daqali.club

Share.