“ჭკუა ვერ ვისწავლეთ, ვერ ვითმენ აუცილებლად უნდა ვთქვა..” – ნახეთ ია ფარულავას მოულოდნელი განცხადება

0

“ვგმობ ყველანაირ ძალადობას და ახლა არ დამიწყოთ, შენ რომ იგინები ეგ ძალადობა არააო? ეგ პერფორმანსის ნაწილია. ძალიან კარგად დაწერა გიორგი ვაშაძემ, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და გარდა საქეიფო ადგილებისა, კიდევ რა უნდა დაინახოს სტუმარმა? რა მიღწევები გვაქვს? შვედი კაცი გავაქცუნეთ გიჟივით, გავაგიჟეთ.
ახლა ის მიღწევა გვექნება, რომ ამათი გაბუნძულებით, საერთოდ რას ჩამოდიოდნენ, საერთოდ გაუქმდება ჯავშნები რუსეთიდან. არადა საქართველოს ტურიზმი დგას რუსეთზე, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს. ლარის კურსის ავარდნასაც დაელოდეთ მეგობრებო. ჭკუა ვერ ვისწავლეთ რა.მადლობა ღმერთს ძალიან ბევრი ბლოგერი რუსეთში,

საჭირო საქმეს აკეთებენ და საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციას ეწევიან. ტურიზმის გარეშე დაღუპულები ვართ, ხალხო. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე სასტუმრო მაქვს. ერთი წელია რაც მუშაობდა ეს სასტუმრო, დაკეტილი იყო. უამრავი ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში.

ვერ ვითმენ უნდა ვთქვა, რომ 2010 წელს გააკეთა პოზნერმა სამტრო განცხადება საქართველოსთვის, რატომ მაშინ არ გამოცხადდა პერსონა ნონგრატად ეს კაცი? რატომ მიდი-მოდიოდა მთელი ცხრა წლის განმავლობაში თავისუფლად?

ჩვენი პრობლემა იცით რაშია? ერთს ვფიქრობთ, მეორეს ვამბო. წყარო:geoambebi.com

Share.