ვინ არის ყოფილი პოლიციელი, რომელმაც მამის საფლავზე თავი მოიკლა და რა არის თვითმკვლელობის მიზეზი

0

გუშინ დილით ზუგდიდში, მამის საფლავზე იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა 1982 წელს დაბადებულმა ყოფილმა პოლიციელმა არჩილ მარშანიამ. თვითმკვლელობის მიზეზი და მოტივი უცნობია. ახალგაზრდა მამაკაცი იძულებით გადაადგილებული პირი გახლდათ, ადრე მუშაობდა წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში. იგი ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში მამიდასთან ცხოვრობდა. გაჩნდა ვერსია, რომ მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

Share.