ძალიან სამწუხარო ინფორმაცია: ვინ არის საქართველოში კორონავირუსით მეხუთე ადამიანი რომელიც დაიღუპა

0

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge დღეს განახლდა. ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმში 5160 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.
დღეს, 22 აპრილს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 68 წლის მამაკაცია და მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.

“ჩვენთან აპარატურულ სუნთქვაზე იყო უკვე კარგა ხანია. ამ ეტაპზე რეანიმაციაში ცხრა პაციენტი მკურნალობს, აქედან შვიდი აპარატზეა. სამი კრიტიკულ-ტერმინალურ მდგომარეობაშია. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს პაციენტი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა და ამიტომ მოხდა მისი აპარატზე გადაყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია. იგი ჩვენს კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა“,- განაცხადა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.

საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Share.