ვინ არის თენგიზ ცერცვაძის ულამაზესი მეუღლე, ადამიანის რომელიც დღესდღეობით მისი სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანას კორონავირუსისგან (ფოტოები)

0

თენგიზ ცერცვაძეს კოლეგები ქართული მედიცინის “დონ კიხოტს” უწოდებენ. 16 მარტს თენგიზს 72 წელი შეუსრულდება. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის სამედიცინო სფეროში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ფიგურად და მაღალი რანგის პროფესიონალად მიიჩნევა.
მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყანაში შიდსის ვირუსთან ბრძოლის და ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დანერგვა. ბატონი თენგიზის მეუღლე 67 წლის ანა თოფურია გახლავთ – ექიმ-რევმატოლოგი, რომელსაც სამედიცინო სფეროში ასევე კარგად იცნობენ.

მათ ხშირად ქართული მედიცინის ვარსკვლავურ წყვილს უწოდებენ. როგორც კოლეგები ამბობენ, საკუთარი შვილი არ ჰყავთ, თუმცა მათ უამრავი შვილი, თუ მშობელი ემადლიერებათ. ბატონი თენგიზი ამბობს, რომ მისი ყველა წარმატება მეუღლის დამსახურებაა, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას, მეგობრები კი ჯერ მის სადღეგრძელოს სვამენ და შემდეგ ჩემსასო.

Share.