ვინ არის ადამიანი, რომელიც გულის გარეშე ცხოვრობს!, ნამდვილად საოცარია

0

მერიკელ კრეიგ ლუისს (Craig Lewis) ამილიოდოზისგან გამოწვეული გულის უკმარისობით დაღუპვა ემუქრებოდა. დაავადება უსწრაფესად პროგრესირებდა. მკურნალი ექიმის თქმით, ლუისს მხოლოდ 12 საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, ამიტომ პაციენტის მეუღლის თანხმობით, ტეხასის გულის ქირურგიის ინსტიტუტის ორმა ექიმმა რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო…
ბილი კონმა და ბად ფრეიზერმა პაციენტს გული ამოჰკვეთეს და მის ადგილას აპარატი ჩადგეს, რომელიც გულის არარსებობის პირობებში, ორგანიზმს სისხლის უწყვეტი მიწოდებით უზრუნველყოფდა.
ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტი გონს მოვიდა და განაცხადა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს. ჟურნალისტებთან საუბრისას ექიმებმა აღნიშნეს, რომ სანამ აპარატს ცოცხალ ადამიანზე გამოცდიდნენ, 50-მდე ექსპერიმენტი ხბოებზე ჩაატარეს.

ოპერაციის შემდეგ ხბოები ყველაფერს ძველებურად აკეთებდნენ: ეძინათ, ჭამდნენ და დარბოდნენ. უბრალოდ, მათი სისხლი ვენებისკენ გულის კუნთების კი არა, აპარატის საშუალებით მოძრაობდა.
„კრეიგ ლუისის სტეტოსკოპით მოსმენისას, გულისცემა არ ისმის, ხოლო კარდიოგრამის აპარატზე შეერთებისას, სწორ ზოლს დაინახავთ, რომელიც სიკვდილს აფიქსირებს. ამის მიუხედავად, პაციენტი თავს მშვენივრად გრძნობს და უგულობას არ უჩივის“, – განაცხადა ექიმმა კონმა.
მსოფლიოში პირველი უგულო ადამიანის ცოლი აცხადებს, რომ ლუისი ისევ ისეთია, როგორც ადრე, უბრალოდ, პულსი აღარ აქვს.

წყარო: geonewest.com

Share.