ვიდეო”რუსთავის ბაზრობაზე ცეცხლი გახსნა შეიარაღებულმა პირმა,არიან გარდაცვლილები..” – ნახეთ რას ამბობენ თვითმხილველები

0

რამდენიმე წუთის წინ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლული ოთხი ადამიანი, ასევე არიან დაჭრილები.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიაზე უცნობი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით მოვაჭრეებს ცეცხლი გაუხსნა.
როგორც თვითმხილველი ამბობს, უცნობმა პირმა ბაზრის ტერიტორიაზე ადამიანები მოკლა.

“უცნობი პირი შეიჭრა ბაზარში და ადამიანები მოკლა. ამბობენ 3 ადამიანიო. ზოგი ოთხიო, ამბობს. სხვა არაფერი ვიცით”,- ამბობენ თვითმხილველები.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი გაქცეულია.

Share.