ირანში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტს მეუღლე სთხოვდა, რომ ფრენა არ განეხორციელებინა. ამის შესახებ „ინდეფენდენთი“ წერს. კატერინა გაპონენკო იმედოვნებდა, რომ დაძაბული ვითარების გამო ფრენა გაუქმდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
„მე ვთხოვე, რომ ეს არ გაეკეთებინა, არ გაფრენილიყო, მაგრამ მიპასუხა რომ თუ ფრენა დაიგეგმა უნდა გაფრენილიყო და ამას ის გააკეთებდა“ – განაცხადა გაპონენკომ.
გამოცემა წერს, რომ პილოტს საერთო ჯამში, სულ 11,000 საათიანი ფრენის გამოცდილება ჰქონდა.