“ვერ იტანდნენ მოხუცს ოფიციანტები..” – ნახეთ რა მოხდა როდესაც ის გარდაიცვალა….

0

«მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ». ეს გამოთქმა, ნებისმიერ ჩვენგანს, არაერთხელ გაუგია და უნდა ითქვას, რომ ნამდვილად კარგი და მნიშვნელოვანი რჩევაა. და ეს რომ ასეა, მტკიცებულებად, მელინა სალაზარის ისტორი გამოდგება, რომელიც გვიჩვენებს, სხვა ადამიანისადმი სიკეთის გამოჩენის ჭეშმარიტ ღირებულებას.
ვოლტერ სვორდის აღწერას, ორი სიტყვით, თუ შევეცდებით, მაშინ იმის თქმა, რომ «ძალიან ჭირვეული» იყო, მეტისმეტად მსუბუქი ნათქვამი იქნება. კაფე Luby-ში (ბრაუნცვილი, ტეხასის შტატი, აშშ), რომელშიც მელინა მუშაობდა, მოხუცი ვოლტერი ყოველდღე დადიოდა. ის გამუდმებით ყველაფერზე ჩიოდა, უბრალო რამეზე ბრაზდებოდა და ოფიციანტებთან ჩხუბობდა კიდეც. ის ისე უხეშად ესაუბრებოდა მათ, რომ მელინას გარდა, მის მომსახურებაზე, ყველამ უარი თქვა. რაც შეეხება მელინას, ის ყველა კლიენტს ერთნაირად ემსახურებოდა, – მეგობრულად უღიმოდა და მაქსიმალურ ყურადღებას იჩენდა კაფის ყველა სტუმრისადმი და არც ომის ვეტერანი ვოლტერი იყო გამონაკლისი.

მელინა წლების მანძილზე ემსახურებოდა ანჩხლ მოხუცს. მას ისევე გულისხმიერეა ექცეოდა, როგორც სხვა კლიენტებს – გაუყალბებელი ღიმილით უმასპინძლდებოდა ცხელი კერძებით, როგორსაც ის ითხოვდა და ყველანაირად ცდილობდა ბუზღუნა მოხუცისთვის, ჩხუბის მიზეზი არ მიეცა.

თანდათანობით ვოლტერი და მელინა ერთმანეთს შეეჩვივნენ – ოფიციანტი ზრუნვას არ აკლებდა თავის მუდმივ კლიენტს, ხოლო ვოლტერმა იცოდა, რომ კაფეში მისულს, ჩვეული ღიმილით, გულისხმიერი ოფიციანტი დახვდებოდა.

მაგრამ ერთხელ, მოხუცი აღარ მივიდა კაფეში. გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და რადგან ის არ გამოჩნდა, აღელვებულმა მელინამ, ყველაზე უარესი მოლოდინში, გაზეთებში გამოქვეყნებული, ნეკროლოგების კითხვა დაიწყო. მისი შიში გამართლდა: ვოლტერი გარდაიცვალ.

მეორე დღეს კაფეში ადვოკატი გამოჩნდა და მელინა იკითხა. ისინი მაგიდასთან დასხდნენ და თავაზიანი მოკითხვის შემდეგ, ადვიკატმა საუბარი ვოლტერზე დაიწყო. მან ოფიციანტს ვოლტერის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა და უთხრა, რომ მოხუცი, თავის საყვარელ ოფიციანტზე ხშირად საუბრობდა და ამ კაფეში სწორედ მის გამო დადიოდა.

მაგრამ ის, რაც ადვოკატმა შემდეგ უთხრა, ნამდვილად სრულიად მოულოდნელი იყო:

ანდერძის თანახმად, 89 წლის მოხუცმა, მას 50 000 დოლარი და მანქანა დაუტოვა. მელინა ვერ იჯერებდა ამას და მღელვარებისგან ატირდა კიდეც.

ეს ისტორია იმის მტკიცებულებაა, რომ გაცემული სიკეთე არ იკარგება, – ის ყოველთვის უკან ბრუნდება და ხან ეს, ყველაზე წარმოუდგენელი გზით ხდება.წყარო:genews.ge

Share.