ქუთაისში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის, გიორგი მამისეიშვილის მამა სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ პოსტს აქვეყნებს:
,,ჩემო ლამაზო გიო, რატო გამიმეტე მამა, მე თუ არ შეგეცოდე, შენი დედა და ჩემი რამაზიკო რატო არ შეიცოდე. დღე და ღამე უშენოდ ვერ ვჩერდებოდი, ისე გაგზარდეთ, სულ ფეხებში დაგსდევდი მამა. რამდენი ჩუმად უკან გამოგყოლივარ, ისე, არ გაგიგია. სულ მეშინოდა შენი, ისეთი მოუსვენარი იყავი. რამაზიკოს უფრო არ მეშინოდა. მიტო გირეკავდი სულ, რათ უნდა ამდენი დარეკვაო. მთელი ღამე გირეკე, მამა, არ გამაგონე… რა მეშველება უშენოდ მამა…
ჩემო შვილო, აწი, რამაზიკოს გულისთვის და შენი სულისთვის უნდა ვიცოცხლო… უშიშარი იყავი, სიკვდილისაც არ გეშინოდა. რატო ჩამოუგდე შენ რამაზიკოს მხარი. რამაზიკოს შვილი რომ შეეძინება, მერე ორი წელი წავალ საზღვარგარეთო, რატო არ დაიცადე, რატო იჩქარე, რა ქენი ეს. ასეთი ძმაკაცობა რა გქონდათ ასე ერთად რო წადით ყველა… მარა ღმერთს ასეთი ვაჟკაცები უნდა. ატირეთ მთელი გეგუთი, ყველა შოკშია. აბა შენ იცი, მე ვერ დაგტოვე ჩემთან, ძმაკაცებთან ერთად წადი, მიხედეთ ერთმანეთს. ამის იმედი მაქვს, აქედან მე მოგხედავ. როცა წამოვალ შენთან, რაფერ დამხვდები, ვნახავ, ჩემო გიო”, – წერს კობა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 3 ივლისს, ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.დაღუპულია 4 ბიჭი და ერთი გოგო. ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი გოგო კლინიკაშია გადაყვანილი.
ოთხივე დაღუპული ბიჭი, სოფელ გეგუთიდან იყო.