“სასწაულების მჯერა დღეიდან,თვალებს ვერ ვუჯერებდი რომ ეს სიმართლე იყო,პატრული გავაჩერე და..” – ნახეთ რა შეემთხვა ახალგაზრდა ქალს თბილისში

0

თეონა კეკელიძეს თბილისში თავს წარმოუდგენელი ისტორია გადახდა, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერა, თეონა პოლიციას დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„გჯერათ სასწაულების? ნიკოლოზ ნამგალაურის და ვახტანგ ქავჯარაძის წყალობით – მე მჯერა დღეიდან!
შემდეგი ამბავი დამემართა: მე და დედაჩემი ვიჯექით თბილისის ერთ-ერთ კაფეში, აბანოთუბნის რაიონში და „იანდექს“ ტაქსი გამოვიძახეთ, რომ სახლში წავსულიყავით. ეს იყო ჩვეულებრივი თეთრი Toyota prius, ნომერი არ დამამახსოვდა (მგონი, ასეთ ინფორმაციას თითქმის არავინ იმახსოვრებს). მან წაგვიყვანა სახლში (ვერაზე). სახლში რომ შევედი მივხვდი, რომ ჩემი ტელეფონი მანქანაში დარჩა…

დედაჩემის ტელეფონით ვეცადე დარეკვა Yandex– ის ცხელ ხაზზე (ინტერნეტში ვერ მოვძებნე, მხოლოდ მათი ერთი ოფისის ნომერი, საიდანაც ტელეფონი არავინ აიღო).

შემდეგ კი 112-ს დავურეკე, და ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ მაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც ვხედავ, სად არის ჩემი ტელეფონი ამ წამს. მათ მხოლოდ მიპასუხეს რომ – ინფორმაცია მიღებულია – დაელოდეთ. მე ვკითხე: არ შეიძლება პატრულს სთხოვოთ, შეეცადონ მაგ მანქანის პოვნა და გაჩერება, რადგან ტაქსის მძღოლის ადგილმდებარეობა ვიცი?! მათ მიპასუხეს, რომ ამის გაკეთება არ შეეძლოთ.

პარალელურად ჩემს ტელეფონზე ვრეკავდი, მაგრამ ის ჩუმ-რეჟიმზე იყო და სავარაუდოდ მძღოლს არ ესმოდა.

გულში კი ვფიქრობდი: რა მოხდება, თუ არა პატიოსანი მგზავრი ჩაჯდა და ტელეფონი გამორთო და ჩუმად წაიღო?! სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო!!! თამაშები საკმაოდ ძვირფასი ტელეფონია და თავის თავად შენახული ინფორმაცია.

მე და დედამ გადავწყვიტეთ რომ გავყოლოდით ტაქსისტს ლოკაციით ჩვენი მანქანით. გზად მეგობარს ავუხსენი სიტუაცია და მან მომცა იდეა, რომ გამეჩერებინა საპატრულო მანქანა და დახმარება მეთხოვა. საბედნიეროდ მე შემხვდა ძალიან მაგარი პოლიციის თანამშრომლები. ბატონ ნიკოლოზმა და ვახტანგმა მომისმინეს და უყოყმანოდ გადაწყვიტეს რომ უნდა მიშველონ. მთხოვეს მათ მანქანაში ჩაჯდომა და ტაქსის მძღოლის გეოლოკაციის გასწვრივ წავედით. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიარეთ, რადგან უნდა დაეწია ტაქსისთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო შორის ჩვენგან მიდიოდა. თავი ამერიკულ ფილმში ვიგრძენი, დევნა და მაგარი პოლიციელები. შედეგად ტაქსის მძღოლს დავეწიეთ, რომელიც სახეზე ვიცანი. პოლიციის თანამშრომლებმა სთხოვეს შეჩერება. რა თქმა უნდა, ტაქსის მგზავრმა ტელეფონი იპოვა და მძღოლს მისცა, მან კი ის ჩვენ დაგვიბრუნა. უბრალოდ თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო.

ბატონმა ნიკოლოზმა და ვახტანგმა გზაში დამამშვიდეს და თავაზიანად სახლამდე მიმაცილეს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლიერი ვარ! მათ არა მარტო ტელეფონი დამიბრუნეს არამედ რწმენა კარგი და პატიოსანი ადამიანების მიმართ!

არც სელფზე არ მითხრეს უარი. თუმცა თავისუფლად შეეძლოთ უარი ეთქვათ დახმარებაზე და არ მოცდენილიყვნენ თავის საქმეს, რადგან მე განცხადება უკვე გაკეთებული მქონდა 112-ში, მაგრამ ისინი გულგრილი არ დარჩნენ რიგითი მოქალაქის პრობლემის მიმართ.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პოლიციას შეუძლია იამაყოს თავისი თანამშრომლებით და მოქალაქეებს ყოველთვის შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ პოლიციის!

აი ისეთი არაჩვეულებრივი ამბავი შემემთხვა, რომელიც ძალიან დიდხანს მემახსოვრება.

P.S. ეს ჩემი პირველი პოსტია ქართულ ენაზე და ბოდიშს ვიხდი შეცდომები თუ დავუშვი ტექსტში, მაგრამ იცოდეთ რომ გულით მინდოდა ამ ამბის მოყოლა! კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა,“ – წერს თეონა კეკელიძე.
წყარო:geoambebi.com

Share.