“ვერ ვიჯერებ ღმერთო, გული მაქვს გაგლეჯილი..” – ნახეთ ვინ არის ცნობილი პროფესორი, რომელიც ცოტახნის წინ ტრაგიკულად დაიღუპა

0

ჟურნალისტი ლაშა ბაბუხადია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ პროფესორი, თინათინ ზალდასტანიშვილი ვერაგი ვირუსისგან გარდაიცვალა.
“თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი ადამიანები ტოვებენ სამყაროს… მეტისმეტია ამ ვერაგი ვირუსისგან. ქალბატონი თინათინ ზალდასტანიშვილი იყო ადამიანი, პროფესორი, რომელიც უბრალოდ უნდა გენახათ, გესაუბრათ, დასწრებოდით მის ლექციებს… ის ნამდვილად იყო პროფესორი , რომელიც რაობის ძებნაში მყოფ სტუდენტს კითხვებზე პასუხს აპოვნინებდა…

ყოველი ჩემი საერთაშორისო ტრენინგზე გრანტის მოპოვებისას მილოცავდა, მლოცავდა, გამომკითხავდა სად, რაზე მივდიოდი, რა იყო თემა და ტრენინგის მატერიალები ჩამომეტანა… რადგან ის მუდმივ შემეცნების მოყვარული იყო.
“თსუ”-ს და “სდასუს” ყველა სტუდენტს დარწმუნებული ვარ კარგად ახსენდება ქალბატონი თინათინი, რომელიც უბრალოდ ცოცხალი ბიბლიოთეკა იყო, იმდენად ბევრი წიგნი ჰქონდა წაკითხული, რომ წიგნის პასაჟების მსგავსების 20-30 მაგალითს მაინც მოიყვანდა სხვა ლიტერატურიდან… ძალიან დამწყვიტეთ გული… დიდი მეგობარი გამომაკლდით”, – წერს ლაშა ბაბუხადია.

Share.