“ვერ ვიჯერებ ღმერთო,იპოვეთ, ვიპოვეთ..” – ნახეთ თამუნა მუსერიძე სასიამოვნო ამბავს ავრცელებს

0

ჯგუფის “ვეძებ” დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში უცნობი გოგოს წერილ აზიარებს, რომელშიც ის თავის ისტორიას ჰყვება.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც წლების განმავლობაში დედა ეძებდა, ჯგუფის დახმარებით იპოვეს.
“ღმერთო, ვიპოვეთ, ვიპოვეთ”- წერს თამუნა მუსერიძე.
“გამარჯობათ, მე ვარ გოგონა, რომელიც შვილად აიყვანეს რუსთავის სამშობიაროდან თებერვლის თვეში. დაბადების თარიღად მიწერია 1997 24 თებერვალი. (არ ვარ დარწმუნებული ამ თარიღში და წელში) ყველა ფოტო და ინფორმაცია ჩემი წონის და ა.შ არის , 4 თვიდან ჩაწერილი

ჩემს “ბავშვთა წიგნში”(დედები რომ ავსებდნენ ხოლმე) ასევე ფოტოებიც 4-6 თვის ასაკისას ვგავარ.
ჩემი გამზრდელი დედიკო მეუბნება რომ როცა ჩემი თავი მიუყვანეს მცმია ხელით ნაქსოვი ფაჩუჩები. (სამწუხაროდ სახლი შევიცვალეთ და დაიკარგა) ასევე ხელზე არ მეკეთა და არც გამოუტანებიათ ის სამაჯური სადაც წონა სახელი გვარი აწერიათ ხოლმე ბავშვებს, ვერც იმას იხსენებს სახლში მომძვრა თუარა ჭიპლარი.

დედას აქვს ინფორმაცია რომ ჩემმა ბიოლოგიურად დედამ თავად თქვა ჩემზე უარი, ჩანაწერინეს იმ ქალის სახელი გვარი: მედეა გ. 1969წ.უთხრეს რომ 5 წლის შვილი ჰყავდა, გოგო. მოვიძიეთ ინფორმაცია და ვიპოვეთ ის ქალი, (მისი ნათესავი გვესაუბრა) თუმცა არაფერი იცის ვინმე 29-30წლის გოგოზე, სავარაუდოდ არც ჩემზე და მამის გრაფაში ჩაწერილ ადამიანზეც არაფერი გაუგია. (რომან. ბ.) შესაძლოა მინიმუმ მეორე გაშვილებული ბავშვი ვიყო მაგრამ მაინც მეეჭვება, იქნებ ეს ისტორია ტყუილია, ისეთი გვარები და სახელები უწერია იმ დოკუმენტიდან ამოწერილი, ერთი გვარი საერთოდაც არ არსებობს..

მოკლედ თუ გეცნობათ ისტორია 1997-1998 წლებში დაბადებული გოგონა, ფეხზე ხელით მოქსოვილი ფაჩუჩებით, ქერა, კულულა(პატარაობაში) თხელი პირსახით და გაბუშტული ცხვირით.

გენეტიკური ნიშნები: გრძელი ხელები, მუქი ქერა დომინანტური თმის ფერი (ჩემს შვილსაც ქერა თმები აქვს), თანდაყოლილი ასტიგმატიზმით. (ახლა მეტს ვერაფერს ვიხსენებ გენეტიკურს). პს: იმ პერიოდში ბებია მუშაობდა ბებიაქალად რუსთავის სამშობიაროში და დედა წელზე მეტი ეძებდა ბავშვს ასაყვანად. დედა დარწმუნებულია რომ ბებია მას არ მოატყუებდა იმ ქალის ნამდვილობასა და ისტორიის რეალურობაში”, – ნათქვამია გოგონას წერილში.

Share.