“ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა..” – ნახეთ სინამდივლეში რა დაუდასტურდა კახი კალაძეს

0

თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ კარდეოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა.
„ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილურობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი

სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.
მისივე თქმით, კახა კალაძე თავს ამჟამად უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

„ბატონი კახის დიაგნოზი, ვესტიბულოპათია განპირობებულია მისი დაძაბული სპორტული წარსულითა და ახლანდელი დაძაბული რეჟიმით. ესაა პათოლოგია, რომელიც განპირობებულია თავის ტვინის ერთ-ერთი მკვებავი სისხლძარღვის გარდამავალი დარღვევებით. ეს არანაირად არ საჭიროებს ქირურგიულ კორექციას. მკურნალობა გრძელდება. არის გამოკვეთილი, დადებითი ეფექტი. ბატონი მერი თავს კარგად გრძნობს და ალბათ, უახლოეს დღეებში დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს“ – ამბობს ანგეოლოგი მამუკა ბოკუჩავა.წყარო:geoambebi.com

Share.