“ვერავინ ეკარება ახლოს,მამამისი ისეთ დღეშია, წამლებით თიშავენ..” – ნახეთ მამას შვილის გადასვენება მოსკოვში სურს

0

„პრაიმტაიმი“ ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის ახლობელს ესაუბრა. რომლის თქმითაც, შეიძლება, ნიკას ცხედარი მოსკოვში გადაასვენონ.
„მეუღლე გიასთან იყო წასული, რამდენიმე კვირით. ის ემიგრაციაში არ ყოფილა. ოფისი ჰქონდა ნიკოლოზს იქ, სადაც „ქილერი” დახვდა. ჩვენ არავითარი ვერსია არ გვაქვს, თუ რა მოხდა და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დამკვეთი.მამამისს არც უფიქრია, რომ შვილისთის დაცვა აეყვანა, ამის საჭიროებაც არ იყო. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს გადაადგილდებოდა ქალაქში.

თავად გია ისეთ დღეშია, წამლებით თიშავენ. ყველაზე ახლო მეგობარიც კი ვერ უბედავს გაკარებას. მოსკოვში მას ნიკოლოზის სახელზე სახლი აქვს და ამიტომ ფიქრობს, რომ იქ გადაასვენოს…

სოფელში გვეშინია, რადგან ვიცით, რომ ამ ამბებს შურისძიება აუცილებლად მოჰყვება“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

22 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, დღეს დილით გარდაიცვალა.

ნიკა კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, მისი სიცოცხლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფებოდა.
წყარო:daqali.club

Share.