“შვილი ახალი გარდაცვლილი მყავდა,ბუბამ კი მითხრა რომ..” – ნახეთ რა ისტორიას იხსენებს მაია ასათიანი

0

მაია ასათიანის მიერ საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ვიდეოს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ჟურნალისტი გააკრიტიკა, აღნიშნულს კი მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით უპასუხა.
მაია ასათიანი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

„უდიდესი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ყველას, ვინც მომწერა, დამირეკა, ყველა კომენტარის ავტორს ცალ ცალკე ხანდახან მგონია, რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დაფარული და სიბნელე უფრო მეტია, ვიდრე ნათელი აზროვნების ადამიანი… თქვენი მხარდაჭერის შემდეგ ვრწმუნდები ხოლმე, რომ რეალურად ასე არ არის. ძალიან მაძლიერებთ და ის ენერგია, რომელიც თქვენგან მივიღე, ფარავს იმ სიშავეს…

ნუცა ახალი გარდაცვლილი იყო, ბუბა კიკაბიძე მყავდა გადაცემაში სტუმრად და მითხრა: „ხალხს ხომ იცი, გამარჯვებულები არ უყვარს, დამარცხებულები უყვარს და შენ არ უნდა დამარცხდეო“… სულ მახსოვს ეს იმიტომ, რომ წაქცევა ადვილია და ფეხზე დგომა ძალიან ძნელია“, – ამბობს მაია ასათიანი.

Share.