“ვგლოვობ,გაჩერდა ცხოვრება..” – ნახეთ ერეკლე კოდუას სიყვარული, კატალინა დიდა სამწუხარო ამბავს ავრცელებს

0

ერეკლე კოდუას სიყვარულმა, კატალინა დიდამ ქართულ მედიაში პირველი კომენტარი გააკეთა.
“უკვე 65 დღეა ვგლოვობ. ცხოვრება გაჩერდა… სულ მცირე, 40 მილიონი ადამიანი მაინც იგივეს გრძნობს, რასაც მე… და რას გრძნობს 10 წლის პატარა გოგონა, რომელიც გააუპატიურეს ბინძური ნაძირალების ჯგუფმა (რუსი ჯარისკაცები)?! ან რას გრძნობს დედა და ცოლი, რომლის ქმარიც “რუსმა ჯარისკაცებმა” მოკლეს…

მიუხედავად ამ ყველაფრისა, გარკვეულწილად იმედს მაინც ვგრძნობ, როცა ვხედავ, როგორ ეხმარებიან მსოფლიოს ქვეყნები ჩემს სამშობლოს… მაქვს იმედი, რომ საბოლოოდ ამ დახმარებით პუტინი გაჩერდება და ვამაყობ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ასე მამაცურად იბრძვიან…

მე ვამაყობ ჩვენი პრეზიდენტით, რომ დარჩა და მამაცურად იბრძვის, როცა უმრავლესობას წასვლა და თავის გადარჩენა ურჩევნია… მე ვამაყობ ჩემი ძვირფასი უკრაინელი ხალხით, რომლებმაც ასე გაბედულად გააჩერეს რუსული ტანკი, შეუიარაღებლად, მხოლოდ ხელით…

მადლობელი ვარ შესანიშნავი ქართველი პროფესიონალების, გმირების, მამაცების, რომლებიც ახლა უკრაინის ფრონტზე იბრძვიან. თითოეული მათგანი გმირია! ნათელი ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე ამ საშინელ ომში გაწირა…

ერეკლე თავისი დიდი გამოცდილებითა და ცოდნით მამშვიდებს, მას მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს” – ამბობს ”პრაიმტაიმთან” კატალინა დიდა
წყარო:daqali.club

Share.