“ვარლამის მამა მღვდელია, თავად ვარლამი კი თეოლოგი..” – ნახეთ რა ინფორმაცია გავრცელდა რიონის ხეობის მთავარ დამცველზე და მის ოჯახზე

0

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი 28 წლისაა. პროფესიით თეოლოგია – სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული. დედა აღმოსავლეთმცოდნეა, მამა კი – მღვდელი. ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბიჭი, რომელსაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟს, ჯონ სნოუს – ჩრდილოეთის კარიბჭის მცველს ადარებენ?
“ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. წარმოშობით კი ლეჩხუმიდან ვართ, დედაც და მამაც ლეჩხუმელები არიან. ბებია და ბაბუაც ქუთაისში ცხოვრობდნენ, იქ გაყიდეს სახლი, მაგრამ მერე დავბრუნდით. მამაჩემი სასულიერო პირია. როდესაც იმ

მხარეში დაიწყო მოღვაწეობა, თავიდან დავუკავშირდით იქაურობას.
მამა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაშია. 28 სოფლის მღვდელია. აქ ცოტანი არიან მოძღვრები, თითო სასულიერო პირზე ბევრი სოფელი მოდის.

ტრადიციული ოჯახი გვაქვს. და და ძმა მყავს. მეც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი და თეოლოგიური განათლება მივიღე. გალობის ისტორიას ვასწავლი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სასწავლებელში. ფოლკლორულ ანსამბლ „სახიობას“ წევრი ვარ და სიმღერითაც ვიყავი დაკავებული. ლეჩხუმს საფრთხე რომ შეექმნა, რადგან ფაქტობრივად 80% წყლით იფარება ჰესის აშენების შემთხვევაში, მეც ჩავერთე ბრძოლაში…

დედაჩემი აღმოსავლეთმცოდნეა. რაღაც პერიოდი უნივერსიტეტში მუშაობდა. ახლა ისიც ჩათულია ამ პროცესებში, ერთად ვართ მთელი ოჯახი.

შიგნით რთულადაა საქმე, დაძაბულები და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ. ერთი სული მაქვს, როდის მორჩება ეს ყველაფერი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, თორემ ეს ყველაფერი გრძელვადიანად რთული გასაძლებია.”

– ჯონ სნოუს გადარებენ…

– მეცინება, როცა ინტერნეტში ასეთ შედარებას წერენ. ასოციაციების ამბავია, ვიღაცებმა დააკავშირეს…. ისე, ჯონ სნოუს უნდა ვუყურო.

– არ გინახავთ „სამეფო კარის თამაშები“?

– არა. ჯონ სნოუ ფოტოებზე ვნახე. წლების წინაც მამსგავსებდნენ მეგობრები. ახლა ამბობენ, რომ ცხოვრების წესითაც გვგავარ. როგორც კი მოვახერხებ, ვნახავ სერიალს.

– ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს ქართველ ჯონ სნოუს.

– არ ვიცი. პირადი სივრცე არ მაქვს ამ პერიოდში. აქ ბევრია იმავე მდგომარეობაში.

– როგორი გოგონები მოგწონთ?

– სილამაზისა და სიჭკვიანის გარეშე არაფერს აქვს აზრი ალბათ.

წყარო:geoambebi.com

Share.