“ვარდები სულ შენ მოგქონდა ახლა მე უნდა მოგიტანო..” – ნახეთ ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის შეყვარებული სულისშემძვრელ ვიდეოს აქვეყნებ

0

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამთან, ავარიის დროს გარდაცვლილ დავით აკობიას შეყვარებული სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის:
“ვერცერთი ჩემი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმას, რასაც ახლა ვგრძნობ… მჭირდები ისე, როგორც არასდროს. მენატრები და მენატრება შენთან გატარებული ყველა დღე. დამტოვე და თან გაიყოლე ჩემი გულიც… სულ იმას მეუბნებოდი, რომ ჩემ გარეშე არ შეგეძლო და ახლა მე რა ვქნა შენ გარეშე? როგორ გავაგრძელო ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა? სადაც შენც უნდა ყოფილიყავი? ასე ადექი და უბრალოდ დამტოვე…

სულ იმას მიმეორებდი, რომ რაც უნდა მოხდეს, მაინც ჩემთან იქნებოდი. ჰოდა, გელოდები, დათოო, გელოდებიი!!!! სულ შენ მოგქონდა ჩემთან ვარდები და ახლა მე უნდა მოგიტანო და ძალიან არ მინდა, მეშინია შენთან მოსვლის. უპასუხოდ რომ დამტოვებ, მაგისი მეშინია. ერთი წლის წინ, ამ დროს, მე და შენ ბოულინგს ვთამაშობდით და ახლა სად ხარ, სადდ??? გამაღვიძეთ ვინმემ და მითხარით, რომ ჩემი მორიგი იდიოტური და უაზრო სიზმარია. არ მინდა შენზე წარსულში საუბარი!!! მტკივა ყველაფერი!!! ნუ მტკენ, უბრალოდ დამიბრუნდი და ყველაფერი ძველებურად იქნება. არ ვიცი, რა ვთქვა, რას გვრძნობ ეგეც არ ვიცი. უბრალოდ მოდიი” – წერს ზანდა კონცელიძე.

Share.