“ვამაყობ წლის და ხუთი თვისაა და ეს ჯერ არ იცის..” – ნახეთ რა გაამხილა ირაკლი მაქაცარიამ შვილთან დაკავშირებით

0

ტელეწამყვან ირაკლი მაქაცარიას და მის მეუღლეს, ლიზა ჩიჩუას ერთი შვილი, ბიჭი ჰყავთ, ხოლო მეორეს გოგონას ელოდებიან.
ირაკლიმ გადაცემაში „დღის პოსტი“ თავისი ბიჭის კვების რაციონსა და ცხოვრების წესზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამაყობს რომ მას ამ დრომდე ტელევიზორისა და ტელეფონისთვის არ უყურებია.

„ჩვენი პატარას აქვს თავისი კვება. იმდენი ენერგია აქვს. ყველა ბავშვისთვის მაგალითი მშობელია, ამიტომ მის ირგვლივ სპორტზე აქცენტი ხშირად კეთდება ჩვენი მხრიდან, ვფიქრობ, თავად გაუჩნდება სურვილი დაინტერესდეს სპორტით.

ჩართული ვარ ბავშვის აღზრდაში, რამდენად კარგი მამა ვარ ამას ჩემი მეუღლე უფრო იტყვის, მაგრამ რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ მისთვის. წლის და 5 თვისაა და ძალიან ვამაყობ, რომ ტელევიზორი და ტელეფონი ჯერ არ იცის ჩემმა შვილმა… მხოლოდ ფერადი წიგნები და ნახატები, თავად ითხოვს ზღაპრებს და წიგნებს“, – ამბობს ირაკლი მაქაცარია.

Share.