“ვალერი მელაძე უკრაინაში შეჭრის გაკრიტკიტების გამო “დასაჯეს”..” – ნახეთ როგორ ”დასაჯეს” ქართველი მომღერალი

0

გუ­შინ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­ხელ­წო­დე­ბით “რუ­სუ­ლი მე­დია ჯგუ­ფი“ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ჰოლ­დინ­გში შე­დის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სად­გუ­რი “რუ­სუ­ლი რა­დიო“ და ტე­ლე­არ­ხი RU.TV. გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ისი­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წყვე­ტენ რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე პო­პუ­ლა­რულ მომ­ღერ­ლებ­თან: პო­ტა­პთან, ივან დორნ­თან, მაქს ბარ­კის­თან, ნას­ტი­ას­თან, ვერა ბრეჟნე­ვას­თან და ვალე­რი მე­ლა­ძეს­თან და კიდევ რამდენიმესთან.

“გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფონი და სცე­ნა­ზე მუ­სი­კო­სე­ბის რუ­სე­თი­სა და მათი კო­ლე­გე­ბის მი­მართ მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გახ­და. რუ­სუ­ლი მე­დია ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა შე­ე­წყვი­ტა არ­სე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბულ მუ­სი­კო­სებ­თან…“ – წერია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძე მოხ­სნეს ყვე­ლა კონ­ცერ­ტი­დან. კონ­ცერ­ტებ­ზე გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბი კი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა უკან და­აბ­რუ­ნა.

შეგახსენებთ, იგი­ვე შემ­თხვე­ვა იყო ალა პუ­გა­ჩო­ვას მე­უღ­ლის მაქ­სიმ გალ­კი­ნის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­დე­საც ას­ტრა­ხან­ში ჩა­ნიშ­ნულ კონ­ცერ­ტზე მა­ყუ­რე­ბელ­მა ბი­ლე­თე­ბი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­აბ­რუ­ნეს უკან.

შეგახსენებთ, ვალერი მელაძემ რამდენიმე დღის წინ ომის შეჩერებისკენ მოუწოდა. ესეც ვალერის განცხადება:

“დღეს მოხ­და ის, რაც არა­სო­დეს და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ის­ტო­რია რო­დის­მე გან­სჯის და თა­ვის ად­გილ­ზე და­ა­ყე­ნებს. მაგ­რამ, მინ­და, დღეს გთხო­ვოთ, გეხ­ვე­წე­ბით, შე­წყვი­ტეთ სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი და დას­ხე­დით მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან. ხალ­ხს უნდა შე­ეძ­ლოს შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა. ამის­თვის გვაქვს ენა და ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ხალ­ხი არ უნდა იღუ­პე­ბო­დეს, ეს უნდა შე­წყდეს.
წყარო:daqali.club

Share.