”ეძინათ და საკუთარ საწოლში მოუკლავს” – 18 წლის ბიჭიმა, გუშინ ღამით დედა და ბებია სასტიკად მოკლა

0

თბილისში, ზაზაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ „პრაიმტაიმმა“ ახალი დეტალები გაარკვია.
მეზობლების ცნობით, 18 წლის ბიჭი, რომელმაც ღამით, საწოლში მძინარე ბებია და დედა ნაჯახით მოკლა, მიხეილ ზაუტაშვილია. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
გარდაცვლილები არიან ბებია, 73 წლის ზინა დარჩიაშვილი და დედა, 45 წლის თამარ ზაუტაშვილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: ambavi.cc

Share.