ექსპერტებმა დაასახელეს თრომბის 4 სიმპტომი და ის პროდუქტები, რომლებიც მისგან გვიცავს

0

სისხლის კოლტები, იგივე თრომბები, ჩვეულებრივ, ფეხების ვენებში ჩნდება, თუმცა, ხელებშიც შეიძლება გაჩნდეს. სისხლის ეს დაგროვებები ძალიან საშიში ხდება, როცა მნიშვნელოვანი ორგანოების ქსოვილებამდე აღწევს, მათ შორის, გულსა და ტვინში.
ჩვეულებრივ, სისხლის კოლტები კანზე გაჭრის, ჭრილობის ან ნაკაწრის დროს ჩნდება – ამ შემთხვევებში, თრომბოციტები სისხლში დედდება, რათა სისხლდენა შეჩერდეს. თუმცა, სისხლის კოლტები ან ტრომბები შეიძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილშიც გაჩნდეს. ძირითადად, ისინი კიდურებში ჩნდება.
სისხლის დაგროვებები შეიძლება სასიცოცხლოდ საშიში იყოს, თუ სისხლის მიმოქცევაში ჩაეშვება: ასე, იგი მთელი ორგანიზმის მიმართულებით იმოძრავებს და კრიტიკულ ორგანოებში შეაღწევს. თუ თრომბი ასეთი ორგანოს ვენებში გაიჭედება, ხელს შეუშლის სისხლის მიმოქცევას, გამოიწვევს ამ მონაკვეთში ქსოვილების კვდომას (მაგალითად, სწორედ ეს ხდება ფილტვების ემბოლიის დროს). სისხლის შეგუბების გაჩენა განსაკუთრებით საშიშია ხელში, ფილტვებთან მისი სიახლოვის გამო.

ექსპერტები გვირჩევენ, აუცილებლად მივმართოთ ექიმს თრომბების გაჩენის დროს. ისინი ასახელებენ სიმპტომებს, რომლებიც სისხლის შეგუბებების არსებობაზე მიგვანიშნებს:

  • მოწითალო ან მოლურჯო მონაკვეთი კანზე;
  • ტკივილი, რომელიც კრუნჩხვას ჰგავს;
  • ხელის ან ფეხის ზოგიერთი ნაწილის შეშუპება;
  • კანი, რომელიც გაცილებით თბილია, ვიდრე სხეულის დანარჩენი ნაწილი.

სპეციალისტები უმატებენ, რომ ზოგიერთი კოლტი კანთან არსებულ სისხლძარღვებში ჩნდება, რის გამოც იგი უფრო შესამჩნევია, ვიდრე უფრო ღრმა ვენებში გაჩენილი, ნაკლებად თვალსაჩინო კოლტები.

გარდა ამისა, ექსპერტები გვირჩევენ რაციონში ანტიკოაგულანტური თვისებების მქონე პროდუქტების ჩართვას, რომლებიც თრომბების გაჩენას შეუშლის ხელს. ყველაზე სასარგებლო სიაშია

  • კურკუმა
  • ნიორი
  • სელის თესლი
  • კაიენური წიწაკა

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას! თხოვნაა გააზიაროთ სტატია
წყარო: medikforum.ru

Share.