“ექიმმა რომელმაც ქართველი ემიგრანტი ქალი ჯერ მოკლა და შემდეგ ცხედარი კლდიდან გადააგდო..” – ნახეთ ექიმს ახლახანს განაჩენი გამოუტანეს

0

36 წლის ქართველი ქალის, დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ქირურგი თესალონიკის ნაფიც მსაჯულებმა ერთხმად სცნეს დამნაშავედ. ბრალდებულ ექიმს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. შემთხვევა 2017 წელს მოხდა, თუმცა განაჩენი ახალხანს გამოიტანეს.36 წლის სამი შვილის დედამ იპოკრატეოს საავადმყოფოს ვარიკოზული ვენების მოსაშორებლად დაგეგმილი ოპერაციისთვის მიაკითხა. საქმის მასალების მიხედვით, ქირურგმა ის კლინიკის მიტოვებულ ნაწილში წაიყვანა და პროცედურისთვის არასაჭირო ორი

ძლიერი საანესთეზიო პრეპარატი გაუკეთა. როგორც ჩანს, საანესთეზიო საშუალებებმა გამოიწვია სუნთქვის პრობლემები, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.
ბრალდებულმა დახმარების გამოძახების ნაცვლად 36 წლის ქალის ცხედარი მანქანაში ჩადო, ჰალკიდიკის რეგიონში წაიღო და კლდიდან გადააგდო. სწორედ იქ იპოვეს გვამი რამდენიმე დღის შემდეგ.

პოლიცია ქირურგს გამოძიების დაწყებიდანვე ეჭვობდა, რადგან ის იყო ბოლო ადამიანი, ვინც მსხვერპლი ნახა.

სხდომის დაწყებისას, თავის მხრივ, ქირურგი ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდა ქალის სიკვდილი “სამედიცინო შეცდომის” ბრალი იყო და მისი მოკვლა არ ჰქონდა განზრახული
წყარო:daqali.club

Share.