“ექი­მი რომ გა­ვი­და, 3 წუთ­ში ბავ­შვმა თვა­ლე­ბი გა­და­ატ­რი­ა­ლა და კო­მა­ში ჩა­ვარ­და..” – ნახეთ რა გახდა 5 წლის ავთოს უცაბედი გარდაცვალების მიზეზი?

0

კა­ხეთ­ში, სო­ფელ ზემო მა­ჩხა­ან­ში 5 წლის ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. ოჯა­ხის წევ­რე­ბი მომ­ხდარ­ში ექიმს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რო­მელ­მაც მათი თქმით, ბავ­შვს ალერ­გი­უ­ლი სინ­ჯი არ აუღო.
თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვი ენ­ტე­რო­ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა ოჯა­ხი ამას არ ადას­ტუ­რებს. ამ­ბო­ბენ, რომ 5 წლის ავთო მა­ძღა­რაშ­ვილს არ ჰქონ­და სი­ცხე, უბ­რა­ლოდ სი­სუს­ტეს უჩი­ო­და.

AMBEBi.GE-ს ბავ­შვის ბი­ცო­ლა უყ­ვე­ბა, რომ 5 წლის ავთო მა­ძღა­რაშ­ვი­ლი კა­ხე­თი­დან თბი­ლი­სის კლი­ნი­კა­ში პა­რას­კევს ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მას პირ­ღე­ბი­ნე­ბა აწუ­ხებ­და.

“ხუთ­შა­ბათს კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, სა­ღა­მოს უთ­ქვამს, და­ვი­ღა­ლეო. შემ­დეგ და­ი­ძი­ნა და დი­ლით რომ გა­იღ­ვი­ძაო, მა­ში­ნაც ანა­ლო­გი­უ­რად და­უ­წუ­წუ­ნია, რო­გორც ჩანს სუს­ტად იყო. თუმ­ცა არც სი­ცხე არ ჰქონ­და, არც გა­ცი­ე­ბის სხვა რა­ი­მე ნი­შა­ნი. არა­ფერს ჭამ­და, არც წყალს სვამ­და. წა­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში. ფილ­ტვე­ბიც და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და მუც­ლის ღრუც, არა­ფე­რი სა­ეჭ­ვო არ შე­უ­ნიშ­ნავთ.

მხო­ლოდ პირ­ღე­ბი­ნე­ბა ჰქონ­და და ამ დროს ხდე­ბო­და ცუ­დად, ამის გამო გა­დას­ხმა და­უდ­გეს. გა­დას­ხმის დროს ექი­მი შე­მო­სუ­ლა და კი­დევ ერთი პრე­პა­რა­ტი შე­უშ­ვია ვე­ნა­ში, მა­ნამ­დე დე­დას უკი­თხავს, რა მე­დი­კა­მენ­ტი­აო, რად­გან ბავ­შვი იყო ალერ­გი­უ­ლი. თუმ­ცა ექიმ­მა მა­ინც შე­უშ­ვა პრე­პა­რა­ტი ვე­ნა­ში. ექი­მი რომ გა­ვი­და, 3 წუთ­ში ბავ­შვმა თვა­ლე­ბი გა­და­ატ­რი­ა­ლა და კო­მა­ში ჩა­ვარ­და. მა­ლე­ვე და­ი­ღუ­პა” – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ცო­ლა.

ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა.

წყარი: savednews.cc

Share.