ექიმი დავით კეზევაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით მთელი თვის დატვირთული სამუშაო გრაფილის შემდეგ ხელმძღვანელობამ განუცხადათ ექიმებს, რომ “პაციენტები ზედმეტ გადახარჯვაში გავიდნენ” და ამის გამო ნაკლები ხელფასი დაირიცხებათ.
“ერთი სიტყვით წინა თვეში როცა ხელფასი ჩამერიცხა 450 ლარი ლამის ჭკუიდან შევიშალე , ტერმინალთან ,რომ მივედი იმისთვის რომ ფული მომეხსნა სიბრაზისგან გაცეცხლებულს ბარათის პინ კოდი დამავიწყდა მთელი ძალით ვურტყამდი ტერმინალის ციფრრბლატს ხელს და ვფიქრობდი რა დავაშავე რომ ამ ქვეყანაში გავჩნდითქო. ჩემი საყვარელი ადამიანების თანადგომით ერთი თვე თავი გავიტანე და მოვიდა მეორე თვის ბოლოც. რა თქმა უნდა ვბჭობდით სამსახურში რომ იანვრის თვეში ბევრი პაციენტი გვყავდა და ვიმედოვნებდით რომ შედარებით უკეთესი ხელფასი იქნებოდა მაგრამ უცებ ჰოპ და გამოგვიცხადეს რომ პაციენტები ზედმეტ გადახარჯვაში გავიდნენ და ეს ჩვენი ჯიბიდან უნდა გადავიხადოთ ( ფაქტიურად მე და ჩემმა კოლექტივმა ვუმკურნალეთ ჩვენი სახსრებით ყველა ავადმყოფს ) და ეს რომ მოვისმინე ვიფიქრე ასე როგორ გაგვიმეტებენთქო. ხელფასის მოლოდინში მყოფს შაბათს მომიწია მორიგეობა.
მთელი ღამე მე და ჩემი კოლეგები გაუჩერებლად ვცდილობდით პაციენტებს დავხმარებოდით და დილით თითქოს ჩვენი გაკეთებული საქმით ამაყები დაღლილები მაგრამ მაინც მომღიმარები წამოვედით. გუშინ სახლს ვარაუდით მოვაგენი . დღეს დილით დაღლილობისგან და 5 ქილა ბუმისგან კუჭი და თავი ერთნაირად მტკიოდა მთელი დღე ველოდე ხელფასს საღამოს ბინის მეპატრონისთვის ფული უნდა მიმეცა და აი ისიც მოვიდა სმს ვხედავ ამას. დიდი მადლობა თქვენ #ეკატერინეტიკარაძევ #დადგენილება520ისთვის და დიდი მადლობა #მაღალისამედიცინოტექნოლოგიებისცენრსსაუნივერსოტეტოკლინიკას ასეთი გულუხვობისთვის აუცილებლად დაგიბრუნებთ 100 მაგათ ერთ დღეს ხურდას” – წერს დავით კეზევაძე.