“ექიმებმა ნაყოფის გადარჩენაც ვერ შეძლეს..” – ნახეთ ვინ არის 36 წლის ქალი რომელიც ცოტა ხნის წინ ტრაგიკულად გარდაიცვალა

0

დედოფლისწყაროელი ორსული კოვიდ გართულებით გარდაიცვალა. 36 წლის ქალი, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო. ის თბილისში, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. ექიმებმა ვერც შვიდი თვის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია იუწყება.ტელევიზიის ინფორმაციით, ეს მისთვის პირველი ორსულობა იყო, წყვილი შვილს სამი წლის განმავლობაში ელოდა.როგორც გარდაცვლილის ახლობლებმა დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში მცხოვრები ეკა ლიქოკელი ფოთში იყო გათხოვილი და კორონავირუსით დაახლოებით ორი კვირის წინ სწორედ ფოთში დაინფიცირდა.

დაინფიცირების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ორსული პაციენტი სამკურნალოდ 21 ოქტომბერს ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი დედაქალაქში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.„ბიჭს ელოდებოდა, მაგრამ კორონავირუსმა არ აცადა ბედნიერება. ჯერ მკვდარი ნაყოფი გაჩნდა და შემდეგ ისიც დაიღუპა. საშინელება დაგვატყდა თავს,“ – ამბობს მისი მეჯვარე.„ექვსი თვის ორსულს გინეკოლოგმა უთხრა, შენი გადასაწყვეტია კორონავირუსის ვაქცინით აიცრები თუ არაო. არ აუხსნიათ, რომ ორსულისთვის გადამწყვეტია ვაქცინაცია. აღარ აიცრა… დაღუპეს ოჯახი. წინა წლებშიც ჰქონდა შეწყვეტილი ორსულობები და დიდი სიხარულით ელოდნენ მშობიარობას,“ – აღნიშნავენ დაღუპულის ახლობლები.
წყარო: dainteresdi.club

Share.