”ექიმები გარბოდნენ, რეანიმაციის კარები დაკეტეს და დაიმალნენ. ძალით შევამტვრიე კარი და შევედი, ჩემი დაღუპული ცოლი მარტო იყო…” – დღეს ორსული ქალი დაიღუპა და 3 შვილი უდედოდ დარჩა

0

იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე დაიღუპა. საკეისრო კვეთის შემდეგ ქალის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოჯახის ინფორმაციით, სამი შვილის დედას თრომბის წარმოშობის შედეგად გული გაუჩერდა. ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი ექსპერტიზის ჩატარებასა და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

„რეანიმაციის კარები დაკეტეს და ყველა დაიმალა. ძალით შევედი და დაღუპული დამხვდა ჩემი მეუღლე. პასუხისგებაში უნდა მიეცნენ, მე დავიღუპე და სხვასაც დაღუპავენ ესენი“, – ამბობს გარდაცვლილის ქმარი.

როგორც სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, პაციენტს დახმარება დროულად გაეწია.

„ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა ინტენსიურ პალატაში. პაციენტს დახმარება დასჭირდა. დროულად იქნა გამოძახებული ანესთეზიოლოგი. რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, რამაც სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უფრო სრულ პასუხს გაგცემთ“, – განმარტავს ექიმი, ხათუნა ჯიშკარიანი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: ambavi.cc

Share.