“ექვსი წლის ბავშვმა 4 დღე იწვალა და დღეს ტრაგიკულად გარდაიცვალა..” – ნახეთ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი

0

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ მედიასთან კლინიკის დირექტორმა, მაია ჩხაიძემ ისაუბრა.
“ამ ბავშვის თანმხლები დაავადებების საკმაოდ გრძელი სიაა. ეს არის ბავშვთა ცერებრული დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი, ფსიქო-მოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა და კოვიდინფექციის ფონზე ამ ბავშვს განუვითარდა სეპტიური შოკი და სამწუხაროდ, დამთავრდა ლეტარულად ეს შემთხვევა დღეს”, — განაცხადა ჩხაიძემ.

30 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 78 ადამიანი გარდაიცვალა.
საქართველოში 4 სხვადასხვა ვაქცინა, ფაიზერი, სინოფარმი, სინოვაკი და ასტრაზენეკა არის შემოტანილი. ვაქცინაცია შეუძლია ყველა მსურველს, 16 წელს ზევით. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება შეგიძლიათ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge.

Share.