“ეს ჩინური ეჟოვი რას კადრულობს? მას და თავის მამიკოს დიდი ხნით ციხეში გავუშვებდი, მერე მივიდოდი და ყოველ დღე და..” – ნახეთ რას ამბობს მოროშკინა გამყრელიძეებზე

0

ლალი მოროშკინა ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ძალიან მწვავე მიმართვას აქვეყნებს:
„ეს ჩინური ეჟოვი რას კადრულობს: “აგვისტოში იმაზე მეტ ადამიანს დაკარგავს ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ, რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს ომში”, – ნიკოლოზ გამყრელიძე. მე ამას გავასამართლებდი რამდენიმე მუხლით, თავზე დავახევდი სამედიცინო დიპლომს, მერე სულ მილიონ-მილიონს ბავშვთა ფონდებში გადავარიცხინებდი სახელმწიფო ტენდერებიდან მოგებულ ფულს, მაგას და მის მამიკოს დიდი ხნით გავუშვებდი ციხეში, მერე არ დამეზარებოდა, მივიდოდი (მაგდენი ნაცნობი ჯერ მყავს სისტემაში) და ყოველ დღე ბალანდაში ჩავუფურთხებდი! ახლა ვინმემ არ დამიწყოს ვაქსერულ-ანტივაქსერული რომანტიზმი.
თავად იწვევენ ხალხს და მიიღებენ პასუხს”, – წერს მოროშკინა.

Share.